გიორგი კეკელიძე -"გიორგის არ უნდა ეშინოდეს!"
Tbilisi Daily
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 14 წლის გიორგი ლომთათიძეს ფონდ ,,გურული დღიურების" სტიპენდია დაენიშნება და არასრულწლოვანს სასწავლო ნივთებითაც მოამარაგებენ.
,,14 წლის გურული ბიჭის, გიორგი ლომთათიძის ვიდეოს შეიძლება მოჰკარით კიდეც თვალი. ამ გონიერ მოსწავლეს ბებია ზრდის - სამწუხაროდ ჯერ დედამ და მერე მამამ მიატოვა. ერთი ბებია კი, აბა, რას გაუმკლავდება ამდენ საჭიროებას. გიორგის არ უნდა ეშინოდეს! სხვა ადამიანთა მსგავსად, მას ჩვენი ფონდიც დაუდგება გვერდით - ყოველთვიურ სტიპენდიას დავუნიშნავთ და სასწავლო ნივთებით მოვამარაგებთ.
მადლობა ჩვენს საოცარ პარტნიორებს ავსტრიიდან, რომელთა სახელებსაც, იმედი მაქვს, ოდესმე გაგანდობთ", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.