იაპონიაში მეოთხე დღეა Covid-19-ის ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

Tbilisi Daily

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 020 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ზედიზედ მეოთხე დღეა კორონავირუსის ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსის 56 379 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 112 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.