Საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომელიც კლუბში ინფიცირებულთა მატების შესახებ წერს. რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში, „როტორს“ „კრანსოდართან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ ვოლგოგრადელთა გუნდში ჩატარებულმა ტესტირებამ ვირუსი შვიდ ფეხბურთელთან აჩვენა. ინფიცირებულებს შორის დავითაშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთაძეა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ერთა ლიგაში სექტემბრის მატჩებისთვის იყო გამოძახებული.