როგორ აქცია სასულიერო პირების განცხადებებმა ეკლესია Covid-19-ის გავრცელების მთავარ საფრთხედ

On.ge

თუ არ დარჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით — ამ შინაარსის ფრაზა აღელვებულმა პაატა იმნაძემ 15 აპრილს არაერთხელ გაიმეორა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საზოგადოება იტალიის სცენარისთვის შეამზადა, თქვა, რომ შესაძლოა კუბოები ვერ ავითვალოთ და ერისა და ეკლესიის გადასარჩენად სახლში დარჩენა კრიტიკულად საჭიროა. NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კი დღეს მრევლს მოუწოდა, არ წავიდნენ ტაძრებში და ეკლესიასაც სთხოვა, მორწმუნეებს იგივე ურჩიონ. თუმცა, მკაცრი რიტორიკა ცოტათი დაგვიანდა, რადგან მრევლი მასობრივი თავშეყრისთვის ემზადება. #politics #news #religion https://on.ge/story/54302-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-covid-19-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93