თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Tbilisi Daily

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 2 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხები უარყოფითია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ განაცხადა. კეპულაძის ინფორმაციით გასული 24 საათის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით 2 პაციენტმა მიმართა. მათ უკვე აუღეს ანალიზები და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაგზავნეს.