მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 025 580-ს მიაღწია.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 713 845 ადამიანი გარდაიცვალა, 12 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსის 4 882 433 შემთხვევა დადასტურდა, მეორე ადგილზეა ბრაზილია (2 912 212), მესამეზე კი ინდოეთი (1 964 536).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.