„78 ბიულეტენია გაცემული და 77 ხელმოწერაა დაფიქსირებული...“
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში, 66-ე საარჩევნო უბანზე 12:00 საათის მონაცემებით, 78 ბიულეტენია გაცემული, თუმცა რეგისტრატორმა მხოლოდ 77 ხელმოწერა დააფიქსირა.
ამის შესახებ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა ნინო ვარძელაშვილმა განაცხადა.
"78 ბიულეტენია გაცემული და 77 ხელმოწერაა დაფიქსირებული. შენიშვნების წიგნში დავაფიქსირე აღნიშნული ფაქტი. როგორც ჩანს, ერთით მეტი ბიულეტენია გაცემული", - განაცხადა ნინო ვარძელაშვილმა.
66-ე საარჩევნო უბანზე სულ 1 085 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#არჩევნები
#გორი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა