აბაშაში მამაკაცმა მამაკაცი მაკრატლით დაჭრა

Zugdidi Daily

სამართალდამცავებმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში 43 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 48 წლის მამაკაცს მაკრატლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი. შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ________________� თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #სამართალი #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი