ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე ხვალ 12 საათზე შეიკრიბება. პარლამენტის მსგავსად აჭარის საკანონმდებლო ორგანოშიც დეპუტატები მხოლოდ მმართველი გუნდიდან იქნებიან წარმოდგენილი.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, პარტია კი, რომელმაც 5% ბარიერი გადალახადა ეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა'', მანდატებზე უარს ამბობს.