Pfizer-ი ინდოეთში ავტორიზაციას ითხოვს

Tbilisi Daily

Pfizer-ი ინდოეთში საგანგებო ავტორიზაციას ითხოვს. მედია წერს, რომ ეს ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორეა. ამერიკულმა კომპანიამ, რომლის ვაქცინაც ბრიტანეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა, შესაბამის უწყებას უკვე მიმართა. ამ ინფორმაციას CNN სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური კომენტარი ჯერ არ კეთდება. როგორც Reuters-ს მთავრობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მსგავსი აპლიკაცია ინდოეთს ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება Pfizer-ს, მედიამ ვერ მასთან დაკავშირება შეძლო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვინ და როგორ შექმნა ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც მეცნიერულად დადასტურებულია? ამ ბმულზე ნახეთ.