Covid19-ის გამო მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელი წესები, ალბათ, ბევრს დაავიწყდა - რჩევები
Tbilisi Daily
ხანდახან ძალიან მარტივია უბრალოდ ადგე და წახვიდე ყოველგვარი მიზნის, გეგმის გარეშე, მაგრამ მაინც წახვიდე.
თუმცა მოგეხსენებათ, უცხო ქვეყანაში მოგზაურობა ბევრ დეტალთანაა დაკავშირებული, რომლის წინასწარ დაგეგმვა აუცილებელია.
პანდემიაში ცხოვრებისას ბევრ რამეს შევეგუეთ და აქამდე წარმოუდგენელი წესებიც ნორმად ვაქციეთ. მოგზაურობის გარეშე მომავლის წარმოდგენა ყველაზე მეტად გაგვიჭირდა, მაგრამ მოგეხსენებათ შეზღუდვები შემსუბუქებულია და ამ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა გავცდეთ საქართველოს საზღვრებს.
დღეს კი, Georgia Daily შეეცდება დაგეხმაროთ განსახორციელებელი ნაბიჯების კოორდინირებაში, თქვენი უსაფრთხოების პრიორიტეტად დასახვით, რადგან კომფორტი, სიამოვნების მიღება და ახალი გარემოს შემეცნება მეორეხარისხოვანია, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება.
შევთანხმდეთ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნიდან გამგზავრებამდე ინტერნეტში ხელმისაწვდომ საინფორმაციო მასალებს გაეცნოთ. ასევე, უსაფრთხოების ზომების მიღებისას პირველი რაც უნდა გაგახსენდეთ არის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევის მოწესრიგება დაგეხმარებათ იმაში, რომ შვებულების დღეები უშფოთველად გაატაროთ.
ახლა კი, გთავაზობთ 7 წესს, რომლის გათვალისწინებით, გარკვეულწილად, კომფორტს შეიქმნით და მოგზაურობის შედარებით უსიამოვნო ნაწილი, სასიამოვნო გახდება:
1. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ჩასხდომა, როგორც წესი, ფრენიდან 40 წუთით ადრე იწყება. მზად უნდა იქონიოთ ბილეთი, მოძებნოთ შესაბამისი შესასვლელი და მალე თვითმფრინავში იქნებით.
2. ნუ გამოიწვევთ არეულობას - კარგად მოიქეცით საპირფარეშოში, ნუ გაატარებთ იქ დროს და ნუ გამოიწვევთ ეჭვს.
3. ნუ დაისხმათ მძაფრ სუნამოს - გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მძაფრი სუნის მქონე სუნამოს, ან კოსმეტიკას შეუძლია შექმნას არასასიამოვნო გარემო - თქვენც შეგაწუხოთ და სხვებიც შეწუხდნენ. ამან შეიძლება ღებინებაც გამოიწვიოს.
4. წინასწარ დაგეგმეთ, როგორ დაიძინებთ - გამოიყენეთ ძილისთვის გასაბერი ბალიში, ეს უფრო კომფორტულია და კისერი არ გეტკინებათ. შეგიძლიათ, მოითხოვოთ ბალიში, ან პლედი.
5. გირჩევთ, ფრენისას არაფერი ჭამოთ, მით უფრო, თუ ფრენა ცუდად მოქმედებს თქვენზე - უმჯობესია, ჭამოთ სახლში, ოღონდ აუცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ. მოერიდეთ თვითმფრინავში ჭამას. შეგიძლიათ, მიირთვათ წვენები და მინერალური წყალი.
6. ყურადღებით შეარჩიეთ ადგილი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება - თუ ფანჯრიდან ცქერა გსურთ, ილუმინატორთან უნდა მოთავსდეთ, თუ გიყვართ ფეხების გაშლა სჯობს, ისეთ ადგილას დაჯდეთ, რომელიც გასავლელთან ახლოსაა.
7. გაითვალისწინეთ, რომ მენთოლიანი საღეჭი რეზინი დაგეხმარებათ გულის რევის შეგრძნების მოხსნაში.
მესამე და, ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდილება მოდის უცხო ქალაქში მატარებელზე ან ავტობუსზე დაგვიანებით, დაუფიქრებელი ქცევით, იმ ქვეყნის კულტურის არ ცოდნით, რომელშიც მოგზაურობთ, ნელ-ნელა კი ყველაფერს ეჩვევით და სწავლობთ. საბოლოოდ კი, საზღვრებს გარეთ თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში.
ჰო და კიდევ, გირჩევთ წაიღოთ ყველა დოკუმენტაციის სათადარიგო ასლები, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სიტუაციიდან თავის დაღწევაში. წაიღეთ დამატებითი საკრედიტო ბარათები, რომლების გამოყენებასაც შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადებს დაკარგავთ.
როგორც უკვე გითხარით, გამგზავრებამდე აუცილებლად გაეცანით ისტორიულ ცნობებს იმ ქვეყნისა თუ ქალაქის შესახებ, რომელშიც მიდიხართ. ეს დაგეხმარებათ წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია ღირშესანიშნავ ადგილებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ხასიათსა და იქაურ კულტურაზე. ისწავლეთ ძირითადი ფრაზები, ეს ადგილობრივების კეთილგანწყობის მოპოვებაში და კრიტიკულ სიტუაციებში აუცილებლად დაგეხმარებათ.
გამოელაპარაკეთ ჰოსტელების თანამშრომლებს. ჰკითხეთ სხვადასხვა დეტალის შესახებ, მათ ყოველთვის იციან სად შეძლებთ ყველაზე გემრიელად და მისაღებ ფასად დანაყრებას, გართობას და დროის გაყვანას.
სასტუმროდან ან ჰოსტელიდან ქალაქში სასეირნოდ გასვლისას თან იქონიეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. არ დაიმძიმოთ თავი არასაჭირო საგნებით და თან არ წაიღოთ ერთ საკრედიტო ბარათზე მეტი, ასევე არაა რეკომენდებული ქეშის სახით დიდი რაოდენობის თანხის ჯიბით, ან საფულით ტარება.
გაითვალისწინეთ, ლანჩის დრო საუკეთესოა ქალაქის ისტორიული ნაწილებისა და მუზეუმების დასათვალიერებლად. მანამ, სანამ სხვა ტურისტები საკვებით ძალების აღდგენით იქნებიან დაკავებულები, თქვენ შეგიძლიათ შედარებით წყნარად მოიაროთ სასურველი ადგილები და არ დაგავიწყდეთ, რომ თავად არასდროს მიირთვათ აქტიურ ტურისტულ ზონებსა და ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარე რესტორნებსა თუ კაფეებში, ეს შეუცვლელი წესია, რადგან ასეთი ადგილები ყოველთვის ყველაზე ძვირი მომსახურებით გამოირჩევა.
სამოგზაურო ნივთებთან ერთად გაიყოლეთ პირველადი მოხმარების მედიკამენტების პატარა ჩანთა, რომელიც თუნდაც მსუბუქი თავისტკივილის ან საკვებით მოწამვლის შემთხვევაში გამოგადგებათ.
ეს რჩევები მათ, ვისაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საზღვარგარეთ მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, თუმცა არც ადგილობრივებს დავჩაგრავთ და გაცნობებთ ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას.
იცოდით, რომ გარდიანის მკითხველმა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა?
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ The Guardian-ის მკითხველთა ტოპ 12 სამოგზაურო მიმართულებას შორის საქართველოც მოხვდა.
2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება — ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულმა გამოცემამ.
მოგზაური ჟურნალისტი, ფრენკა ჰამელსი, რომელიც ყაზბეგში იმყოფებოდა, წერს, რომ მას საქართველში მოგზაურობის სურვილი კვლავ აქვს.
"მინდა, ყაზბეგის რეგიონით ისევ აღტაცებული დავრჩე. მინდა, იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება, სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გადავხედო", — წერს ჰამელსი და ყაზბეგის ერთ-ერთი სასტუმროდან მის მიერ გადაღებულ ფოტოსაც ურთავს.
ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ საქართველოს გარდა, ტოპ 12 მიმართულებას შორის მოხვდა: ინგლისი, შოტლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მავრიტანია, უკრაინა, ფარერის კუნძულები.
ჰო და, ფრენკა ჰამელსის არ იყოს, დავირაზმოთ და ერთად დავლაშქროთ ყაზბეგი, მით უმეტეს შეზღუდვები შემსუბუქებულია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ რეგულაციების დაცვა ჩვენივე კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია!
ფოტო: Shermazana
ამ არაჩვეულებრივი ინფორმაციის ფონზე გემშვიდობებით მომავალ ოთხშაბათამდე, ჩვენ კი უსაფრთხო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ!
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily
#საქართველო
#ახალიამბები
#მოგზაურობა
#ტურიზმი