როგორი ამინდი იქნება სამეგრელო ზემო-სვანეთში? - კვირის პროგნოზი

Zugdidi Daily

სამეგრელოში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, უახლოეს დღეებში თბილი და უნალესო ამინდი შენარჩუნდება. ახალი წლის პირველი დღეებიც, 1-2 იანვარი თოვლის გარეშე ჩაივლის. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა ამბობს, რომ დაბლობ რაიონებში 3-5 გრადუსი სითბო იქნება,ზუგდიდში 5 გრადუსი. დღისით ჰაერი 17 გრადუსამდეც გათბება. მიმდინარე კვირას შესაძლოა 19 გრადუსი სითბოც დაფიქსირდეს. მესტიაში ღამით ყინვაა მოსალოდნელი 4-6 გრადუსამდე, დღისით კი 8-12 გრადუსი სითბო იქნება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #სამეგრელო #ამინდი #zugdididaily