შაქარაშვილის ბიძა: ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გიორგი შაქარაშვილის საქმე და ექსპერტიზის დასკვნის დეტალები. გარდაცვლილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მას აძლევს საშუალებას, იფიქროს, რომ შაქარაშვილისთვის მიყენებული დაზიანებები მის გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა. მისი თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 19 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ ცოცხალი წყალში ჩააგდეს და იქ მოხდა მისი დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომ გაატანეს წყალს - როგორც უკვე გითხარით, ეს მირიან ნიკოლაძის ვარაუდებია. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა ოჯახის სახელით და რას ითხოვენ გარდაცვლილის ახლობლები - მზია მართალიშვილი გვეტყვის