ზუგდიდის კლასტერი ფართოვდება - ახალი დადასტურებული შემთხვევები.

Zugdidi Daily

კორონავირუსი ტრაილერის მძღოლის კიდევ სამ კონტაქტს დაუდასტურდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსზე კიდევ სამი დადასტურებული შემთხვევა აჩვენა. 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ნათესავია. ასევე მცირეწლოვანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლის დას და სიძეს, 40 წლამდე ასაკის ქალსა და მამაკაცს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სულ ამ დროისთვის ანაკლიის კარანატინში მძღოლის კლასტერის 27 წევრია, მათ შორის 15 არასრუწლოვანია. მამაკაცი 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. შემდეგ კი განახორციელა შიდა გადაზიდვები. #ზუგდიდი #კორონავირუსი #კონტაქტები #კლასტერი #კოვიდინფიცირებული #დადასურებულიშემთხვევები #zugdididaily