აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
Pirveliradio Ge
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქციაზე ხმაურია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპირებდნენ პერფომანსის გაკეთებას, რის საშუალებასაც სამართალდამცეველები არ აძლევენ.
ვითარება კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
"ორი პირია დაკავებული ადმინისტრაციული წესით. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. პოლიციელმა მიუთითა, რომ დაეცვათ დისტანცია, ამის მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის კორდონის მიღმა შესვლას. არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას და მოხდა მათი დაკავება". - თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.
ფოტო:"ბათუმელები"