3-თვიანი უხელფასო მუშაობა პანდემიის პერიოდში და კომპანიის პასუხი

Kutaisi Daily

კომპანია "აკორდი" პანდემიის პერიოდში ავტობანის მშენებლობაზე მუშაობდა. დღეს აქ დასაქმებულები აცხადებენ, რომ სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე სამუშაოზე უარს ამბობენ. მათივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ატყუებენ და დაპირებებით ცდილობენ მათ შეჩერებას. კომპანია "აკორდში" კი ჟურნალისტებთან აცახადებენ, რომ საქმის ვითარებას არ იცნობენ და საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა თუ ვინ არიან ეს ადამიანები. კომპანიის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებისგან ხელშეკრულებების წარმოდგენას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელფასის გაცემაზე პრობლემა არასდროს ჰქონიათ. ფოტო:kutaisipost.ge მშენებლობა kutaisidaily