რა საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა?

Tbilisi Daily

რა საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა? ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა ძმა ირწნუნება, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. ფირუზ წულუკიძე ხელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას ადებს და ირწმუნება, რომ დავით რიჟვაძე სთხოვდა მის ძმას და მასთან ერთად დაკავებულ ელდარ ანთაძეს წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ემუშავა, სოლიდური თანხაც კი შესთავაზა დაკავებულებს, თუმცა უარი მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, ფირუზ წულიკიძე შესაბამისი ფაქტების გასაჯაროებას გეგმავს. რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს მთავარი სამმართველოდან აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს და მოთხოვნები გააჟღერეს.