რუსეთში COVID-19-ის 22,572 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 22,572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი, 6,271 მოსკოვში დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 1,925,825 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 352 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 33,186კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, სულ 1,439,985-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.