ლევან კობერიძემ შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა "ლელოსთან" ერთად მიიღოს
Pirveliradio Ge
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს. ფრაქციის წევრის ლევან კობერიძის თქმით, კონსულტაციები ამ თემაზე უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის „ლელოსთან“.
„ამ პროცესში ვარ სწორედ, გადაწყვეტილების მიღების, თუ რომელ ჯგუფთან ერთად, რა ფორმით მივიღებ მონაწილეობას. განვიხილავ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი შანსი და დრო იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდნენ. მაგალითად, დავახასიათებ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს ან პარტიას, რომელიც ძალიან მკაფიოდ ავლებს ზღვარს და მიიჩნევს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ არიან ის ძალები, რომლებიც უნდა დარჩნენ ქვეყნის მართვაში 2020 წლის შემდეგ. მათ შორის განიხილება ყველა, ვინც ამ მკაფიო ხაზს მისდევს, „ლელოც“ არის ასეთი პარტია. საუბრები მაქვს ყველასთან“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144714