ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთში დოჰას ტურნირის გამარჯვებულია. ყატარში დასრულებული 250 ქულიანი ტურნირის ფინალში ქართველი ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგტს შეხვდა და ორ სეტში 7:6 , 6:2 დაამარცხა.
მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა ბასილაშვილმა რეიტინგის მე-13 ნომერს პირველი სეტი ქულა-ქულაში ეთამაშა და 7:6 მოუგო.
მეორე სეტი კი ნიკამ დამაჯერებლი ანგარიშით 6:2 წაიღო. ბასილაშვილისთის ეს კარიერაში მეოთხე მოგებილი ეიტიპის ტურნირია.