საპატრიარქო ემხრობა, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებს კომპენსაცია გადაეცეთ
On.ge
საქართველოს საპატრიარქო ემხრობა ინიციატივას, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფომ კომპენსაცია გადასცეს.
https://on.ge/story/60967-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%97
აღნიშნულ საკითხზე გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგნელობაში 21-ე საუკუნის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რაშიც მონაწილეობას თავადაც მიიღეს.
მათი განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის
#117
დადენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილეს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისთის.
"ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა", — ნათქვამია განცხადებაში.
#News