6 დღიანი გაუჩინარების შემდეგ 15 წლის გოგო თბილისში იპოვეს
Tbilisi Daily
15 წლის გოგო, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, თბილისში იპოვეს.
ინფორმააციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ნ.ჯ.-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგოს მამის განცხადებით, მოზარდს მშობლებთან კონფლიქტი არ ჰქონია. ის ბოლოს ერთი კვირის წინ ბათუმში ნახეს. მისივე განმარტებით, შვილმა სახლიდან წასვლამდე დედას ბარათი დაუტოვა, სადაც ეწერა, რომ მისი მოძებნა არ სცადონ.
მოზარდი ექვსი დღის წინ გაუჩინარდა. არასრულწლოვანი სახლიდან 19 ივნისს გავიდა და აღარ ჩანდა. ირკვევა, რომ მოზარდი ერთი თვის განმავლობაში მეორედ დაიკარგა. პირველად ის თავის მეგობრებთან ერთან ქობულეთში იმყოფებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში დაბრუნდა.