ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "პოსტივის" ხელმძღვანელად ბრუნდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ქართული ოცნების" პიარ-კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ბრუნდება ონლაინ ტელევიზია POST TV-ს ხელმძღვანელად, რომელმაც უნდა დაიცვას 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი.  "დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!" - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.  Post TV-ს არხები ფეისბუქში "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშების მიხედვით, ერთ-ერთია იმ აქტორებს შორის, რომელიც სოციალურ მედიაში სხვადასხვა ჯგიფებისა და იდეების მარგინალიზაციას ცდილობს. მედია ორგანიზაციის ერთ-ერთი მეწილე შალვა რამიშვილია.        https://www.radiotavisupleba.ge/a/31113966.html #ახალი_ამბები #twitter