წნორში 9 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვეს - სავარაუდოდ, ის წვიმის დროს არხში ჩავარდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში 9 წლის მოზარდი დამხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა 17 ივნისს დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, იმ დროს როდესაც 9 წლის ბიჭი მაღაზიაში მიდიოდა, ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა. მათი ვარაუდით, წვიმისა და ქარის გამო მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც წყლის ძლიერი დინება იყო. მოზარდის გვამი სწორედ სანიაღვრე არხში ნახეს. რადიო თავისუფლება წნორში, მერის წარმომადგენელს თამაზ მათეშვილს ესაუბრა. მისი წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სანიაღვრე არხში დაიხრჩო. "კონკრეტულად რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს“ - თქვა მათეშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/31904257.html

Source: radiotavisupleba.ge