1146 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

Tbilisi Daily

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 890, აჭარაში - 819, იმერეთში - 1 364. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 , მათ შორის, თბილისში - 527, აჭარაში - 146, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  - 438, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 47, იმერეთში - 60. 2 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 836 - თბილისში, 1 336 - აჭარაში, 244 - იმერეთში. 18 761 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 266, აჭარაში -168, ხოლო იმერეთში - 15. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 445 პირი.