ინდოეთში კორონავირუსის 24 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ინდოეთში კორონავირუსის 24,010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 9,9 მილიონს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 355 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 144,451-ს აღწევს. ჯამში 9,5 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.