თბილისში კორონავირუსის 100-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა. ქვეყანაში 6 593 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 3,09 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა ასე გადანაწილდა:
თბილისი - 86,
აჭარა - 11,
იმერეთი - 32,
ქვემო ქართლი - 16,
შიდა ქართლი - 13,
გურია - 18,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14,
კახეთი - 8,
მცხეთა-მთიანეთი - 3,
სამცხე-ჯავახეთი - 3,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 736.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 262 228 შემთხვევა. მათგან 254 350 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 298 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31091381.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები