რა ბედი ელით ბათუმელ უსიმპტომო პაციენტებს?
Batumi Daily
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კარანტინში გადაიყვანენ.
რამდენადაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე ჟურნალისტებთან ინტერვიუში აცხადებს, საკარანტინო სივრცეში ის ადამიანები გადაჰყავთ, რომლებიც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული და ამჟამად უსიმპტომოები არიან. ასევე, მისი განცხადების თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით, 9 სექტემბერს 6 პაციენტია შემოყვანილი, 18 კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დღეს ბათუმში 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში მხოლოდ სექტემბრის თვეში კორონავირუსის 161 შემთხვევაა დაფიქსირებული.
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: batumelebi.ge
#ბათუმი #კორონავირუსი #კარანტინი
#რესპუბლიკურისაავადმყოფო
#batumidaily #covid19