ბათუმში 96 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

96 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსიჰქონდა გამოჯანმრთელდა - ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მუნთეა გობაძე ჰოსპიტალში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ''შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით - სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი. ჩვენი მედიკოსების დამხარებით პაციენტმავირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა'' - წერია ინფორმაციაში.