საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებ
Tbilisi Daily
7 ივნისს საქართველოში უმეტესად მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში ღამით 18 გრადუსი, დღისით კი 31 გრადუსი იქნება და დღე, უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის.
ბათუმში ღამით 15, დღისით კი 34 გრადუსი იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის. ზუგდიდში ღამით 19, დღისით კი 37 გრადუსია ნავარაუდები. ქუთაისში ღამით 20, დღისით 38 გრადუსია მოსალოდნელი.
თელავში, ღამით 17 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი 31 გრადუსი იქნება. 18 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი 34. სიღნაღში ღამით წვიმა და 16, დღისით კი 31 გრადუსი იქნება.
მესტიაში ტემპერატურა ღამით 9 გრადუსი იქნება, დღისით 26 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ცაგერში ღამით 14 გრადუსი, დღისით კი 33 გრადუსია ნავარაუდევი. 8 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი 27 გრადუსი იქნება.