კანონიერია თუ არა საგანგებო სიტუაციის დროს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვა
Tbilisi Daily
"გირჩის" საკონსტიტუციო სარჩელი
კანონიერია თუ არა მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო სიტუაციის დროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩაკეტვა - საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს. მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი გიჩმა შეიტანა. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავოსუფლების შეზღუდვა კი იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას.
მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არც მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, არ არსებობდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის საჭიროება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად შეზღუდვის ხარჯზეც. კერძოდ, პირბადისა და დამცავი ხელთათმანების გამოყენების გზით მოქალაქეების გადაადგილების დაშვებით.
გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შეიტანა. სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, ავტომანქანაში სამ პირზე მეტი პირის განთავსების აკრძალვის რეგულაცია, გირჩის მესამე სარჩელი კი კომენდანტის საათის გამოცხადების კონსტიტუციურობას ეხება.
#news#"გირჩი#საკონსტიტუციო სარჩელი#საგანგებო მდგომარეობა#მარნეული#ბოლნისი#Tbilisi Daily#Dailynews