დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა. ინდაურების შეწყალების ტრადიციული ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. ინდაურების ეროვნულმა ფედერაციამ ცერემონიისთვის ორი ინდაური, „კორნი” და „კობი” წარადგინა. „ამ ინდაურს მაგრად გაუმართლა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.