სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად მიტროპლიტი პორფირი აირჩიეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებმა 18 თებერვალს ახალ პატრიარქად აირჩიეს ზაგრებისა და ლიუბლიანის ეპარქიის მიტროპოლიტი პორფირი. სერბეთის 46-ე პატრიარქის არჩევა მოხდა ბელგრადის წმინა საბას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, საიდუმლო კენჭისყრის შედეგად, რომლის მონაწილეებს არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. უმრავლესობის ხმები ერგო 58 წლის მიტროპოლიტ პორფირის, რომლის ინტრონიზაციაც რამდენიმე დღეში გაიმართება. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი პატრიარქი, 90 წლის ირინეოსი შარშან COVID-19-თან ბრძოლას ემსხვერპლა. ირინეოსი, რომელიც ურყევი კონსერვატორი იყო და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა, ეკლესიას ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მას კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის მიტროპოლიტ ამფილოქეს დაკრძალვის ცერემონიაში ირინეოსი შარშან 22 ნოემბერს დაკრძალეს წმინდა საბას ტაძარში, სადაც 18 თებერვალს წმინდა სინოდმა მისი მემკვიდრე აირჩია.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31110035.html #ახალი_ამბები #twitter