გერმანიაში კორონავირუსის 25 533 შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 25,533 ადამიანს დაუდგინეს, 412 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,612,648 შემთხვევა გამოვლინდა, 29,182 ადამიანი გარდაიცვალა.
გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.