რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს ხელისუფლება, კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგოდ, ახალ შეზღუდვებს აწესებს, რომელიც მომავალი 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს. მთავრობის ინფორმაციით, შეზღუდვები არ ეხება რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს, მათ შორის:   სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; საბანკო და საფინანსო საქმიანობას; სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; დელივერსა და გატანის სერვისებს; სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; აგრარული ბაზრობის მუშაობას; ასევე, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება; და სხვ. ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30970126.html #ახალი_ამბები #twitter