"ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა"
Tbilisi Daily
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე/წ "ობიექტური" გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე/წ "გამარჯვებას". ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა", - წერს რამიშვილი.