ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება - თამარ გაბუნია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
თამარ გაბუნიას განცხადებით, ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტისგაცემის პრაქტიკა დაინერგება.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს.
„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადათამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კოვიდპასპორტი იქნება აგებული იმ პრინციპებზე, რა პრინციპებიც არის ევროკავშირში და მასზე მუშაობა 2 კვირის განმავლობაში დასრულდება.