15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოსწავლეები საკლასო ოთახებშიისწავლიან.
''15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში გააგრძელებენ სწავლას რაც უაღრესად მნიშვნელოვანია'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.