ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა
Tbilisi Daily
გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა. მინდორში საბალახოდ გაშვებული 23-მა სულმა, მოულოდნელად, დაცემა დაიწყო. მეპატრონეებს 9 სულის დაკვლა ადგილზევე მოუწიათ, დანარჩენების გადარჩენა კი შეძლეს.
დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დაიმარხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას ითხოვენ, რადგან მანამდე ამ ტერიტორიაზე ნახირს ვეღარ აბალახებენ.
დაზარალებული 8 მოსახლე კომპენსაციას ითხოვს და აცხადებენ, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო რძის ნაწარმის გაყიდვაა.
დახოცილი პირუტყვის ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო და პასუხები, სავარაუდოდ, ორ დღეში გახდება ცნობილი.
პირუტყვის დახოცვის ფაქტზე შსს გამოძიება 187მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო