აღიარებს თუ არა თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?

Sokhumi Daily

თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე შეთანხმება ვერასდროს შედგებოდა. დღეს, 23 დეკემბერს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, თურქეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება აფხაზურ პლასტიკური ბარათებს, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს რუსული ბარათების გარკვეული ჯგუფია, რომელიც თავის სერვისს მომხმარებელს თურქეთში სთავაზობს. "მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. ასე, რომ ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ რომ ვთქვა, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც არ არსებობს", - აღნიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ადგილობრივი ეროვნული ბანკის (APRA) "World" ბარათების მომსახურება დაიწყო. საუბარია Is Bank-სა და Ziraat Bank-ზე, რომლებსაც ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ოკუპირებული აფხაზეთის ბარათი აფრა რეალურად არის რუსულ საგადასახადო ბარათი МИР. როგორც უწყებაში ამბობენ, საქმე გვაქვს რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ აფრა-ს პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა