აფხაზეთში აცხადებენ, რომ მათი ბარათების მომსახურებას ორი თურქული ბანკი იწყებს

Sokhumi Daily

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ადგილობრივი ეროვნული ბანკის (APRA) "World" ბარათების მომსახურება დაიწყო. საუბარია Is Bank-სა და Ziraat Bank-ზე, რომლებსაც ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ. აფხაზური გამოცემა წერს, რომ APRA "World-ის" ბარათს ემსახურებიან რუსეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში. როგორც Is Bank-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,, ბანკს საქართველოში სულ ორი ფილიალი და ოთხი ბანკომატი აქვს — ბათუმსა და თბილისში. რაც შეეხება Ziraat Bank-ს, ვეგბვერდზე მითითებულია, რომ ბანკი ქუთაისსა და ბათუმში ორ ფილიალს ფლობს. გასულ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თურქული ბანკების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პლასტიკური ბარათების მომსახურების საკითხს შეისწავლიან. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ამის შესახებ ინფორმაციას ის არ იცნობს. "შევისწავლით ამ ინფორმაციას და ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს", — განაცხადა თურნავამ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა