ბექა ფერაძე: მოხარული ვარ, რომ სავაჭრო მოლებმა წესების სრული დაცვით დაიწყეს ფუნქციონირება
Tbilisi Daily
მოხარული ვარ, რომ წესების სრული დაცვით დაიწყეს ფუნქციონირება სავაჭრო მოლებმა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „იმედის დილა“-ში ისაუბრა.
„შრომის ინსპექტორები, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები, ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური, საპატრულო პოლიცია, მთელი ამ დროის განმავლობაშ აქტიურად იქნება მონიტორინგში ჩართული. დარღვევების შემთხვევაში ბუნებრივია შესაბამისი რეაგირება გვექნება. გვაქვს მოლოდინი, რომ წესებისა იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება ფუნქციონირება, რომელიც არის. რიგები მოლებთან, ეს არ არის საუკეთესო და სრულიად ვიაზრებთ ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ საუკეთესო პრაქტიკით მთელ მსოფლიოში სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ჯობს სუფთა ჰაერზე ხდებოდეს ნაკადურობის დაცვა“, - განაცხადა ფერაძემ.