დედამიწაზე საცხოვრებლად უვარგისი სულ უფრო მეტი ადგილი ჩნდება
Headline
ახალი გამოკვლევებისას მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ისეთი ადგილი/ტერიტორია ჩნდება, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის და საცხოვრებლად შეუსაბამოა.
აღნიშნულის მიზეზი გლობალური დათბობა და მსოფლიოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის არსებობაა.
სპეციალისტთა შეფასებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება სპარსეთის ყურეში, პაკისტანში, ინდოეთში, აშშ-სა და მექსიკაში. საუბარია 27-დან 35 გრადუს ტემპერატურამდე.
მაგალითად არაბთა გაერთიანებული საემიროების და პაკისტანის ზოგიერთ ქალაქში ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტიც ფიქსირდება.
დამატებით, ისიც ხაზგასასმელია, რომ ასეთ პირობებში კონდენციონერის მეტი გამოყენება ხდება, რაც თავის მხრივ მეტი ენერგიის მოხმარებას და გლობალურ დათბობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
global
heat
earth
living
place
headline