საარჩევნო შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული - ევროპარლამენტარი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143690
არის შეთანხმება, რომელიც მმართველ ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმდა. რა თქმა უნდა, ის სრულად უნდა იქნას შესრულებული - თქვა ევროპარლამენტარმა, უნგრელმა დეპუტატმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილავს.
"იმისთვის, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს, მათ უნდა მოვთხოვოთ ევროპულ გზაზე დადგომა, რეფორმების, დემოკრატიის, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის კუთხით, რაშიც კანონის უზენაესობა. კარგი მმართველობა იგულისხმება, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა, აღვნიშნო, არის შეთანხმება, რომელიც მმართველ ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმდა. რა თქმა უნდა, ის სრულად უნდა იქნას შესრულებული. ჩვენ მკაფიო უნდა ვიყოთ არჩევნებთან დაკავშირებით - ძალიან მნიშვნელოვანია, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მე მივესალმები, რომ პარლამენტი გეგმავს, ამ ცვლილების განხორციელებას მაშინვე, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. ამიტომ, ამ ნაბიჯს განსაკუთრებით ველოდები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი უნდა იყოს და საქართველომ ეუთოს შენიშვნები გაითვალისწინოს.
ის, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. გვჭირდება, რომ ეს წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ორივე პოლიტიკური მხარისგან." - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
"ტაბულა"