იტალია ტურისტებისთვის გაიხსნა
Tbilisi Daily
იტალიამ ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. დღეიდან ევროპელ ტურისტებს იტალიაში მოგზაურობის უფლება კარანტინის გავლის გარეშე აქვთ.
"ეს რისკიანი ნაბიჯია, თუმცა რომ არ დაგვეწყო ტურიზმის გახსნა, ამას ვეღარასდროს შევძლებდით", - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
ტურიზმი იტალიის GDP-ის 10%-ს შეადგენს და კორონავირუსის გამო, ინდუსტრია ქაოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
"ხალხი შეძლებს ყველგან წასვლას. გახსნილია მაღაზიები, რესტორნები და კაფე-ბარები. მათ ასევე შეუძლიათ ეწვიონ მთებს, ტბებს და ზღვის სანაპიროებს", - განაცხადა ჯუზეპე კონტემ.
ტურისტების მისაღებად ემზადება ესპანეთიც.
"ახალ ტურისტულ აქტივობებს ივნისის ბოლოსკენ დავიწყებთ. ჩვენ უნდა ვაქციოთ ესპანეთი მიმზიდველ ქვეყნად ჯანმრთელობის კუთხითაც" - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ლუის აბალოსმა მალევე გააკეთა მას შემდეგ, რაც იტალიამ ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ გამოაცხადა.
news
იტალია ესპანეთი ტურიზმისგახსნა
TbilisiDaily