მარნეულელი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Marneuli Daily

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი განმარტავს, რომ მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელებულია. ის დღეს, 10 აპრილს დატოვებს კლინიკას. “ჩვენს კლინიკაში პირველი არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური პაციენტი შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა. #გამოჯანმრთელებული #კორონავირუსი #მარნეული #MarneuliDaily