ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ისმის - გიორგი გახარია 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში შეზღუდვები პირველ თებერვლამდეგაგრძელდება. გიორგი გახარიას თქმით, შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ბიზნეს სექტორთან, რომ დაიწყოს ეკონომიკის გახსნა. პრემიერი ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გაჩნდა. მისივე განმარტებით, მუშაობს კომისია, რომელიც ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის შემოტანას უზრუნველყოფს. ''იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, მუშაობის სქემა ცოტათი უნდა შევცვალოთ.აქ სამი ახალი პრიორიტეტი ჩნდება. ეს პირველ რიგში გახლავთ ტესტირების სქემა. ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაზრდილია და ასე უნდა გაგრძელდეს. მეორე მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება ის, სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა ვაქცინაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი, აბსურდი ისმის. უბრალოდ ვერც ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას, პირველი ეს არის მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან. სხვადსხვა ვაქცინას შენახვისგანსხვავებული რეჟიმი აქვს, ასევე მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე ეს არის წინასწარ განვსაზღვროდ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც პრიორიტეტულია და პირველ რიგში უნდა მოხდეს მათი ვაქცინაცია. მესამე - რაც შეიძლება სწრაფად ვუზრუნველყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვაქსფლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც'' - განაცხადა გიორგიგახარიამ.