საქართველოში კორონავირუსისგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142137 საქართველოში კორონავირუსისგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განთავსდა. მათივე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.