აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 747 პაციენტი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 133, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.
საქართველოს მასშტაბით 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 800- აჭარაში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში რჩება 42 292 ადამიანი, მათ შორისაჭარაში - 5 187.