იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 13%-ით გაძვირდა

Tbilisi Daily

იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.9 ლარამდე გაძვირდა. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი ივნისში წლიურად 13%-ით გაიზარდა. თუმცა მაისთან შედარებით ფასი 4%-ითაა შემცირებული. ივნისში ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ყველა ინგრედიენტის ფასი შემცირდა გარდა ფქვილისა. ერძოდ, მაისთან შედარებით ყველის ფასი 6%-ზე მეტადაა შემცირებული, კარაქის 1.1%-ით, კვერცხის 7.4%-ით; საფუარის ფასი მაისთან შედარებით 2%-ით შემცირდა, ხოლო რძის 0,5%-ით. რაც შეეხება ფქვილს მისი ფასი 3.6%-ითაა გაზრდილი. ISET-ში ვარაუდობენ რომ ფასების შემცირების ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.